რატომ იყო წელს ზღვაში ბევრი მედუზა - სააგენტოს განმარტება 

02 დეკემბერი 2020, 10:22 3305 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მედუზების გამორიყვის ფაქტები შეისწავლეს.

სპეციალისტების განმარტებით, წელს შავ ზღვაში მედუზების სიმრავლე აღინიშნება. სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ეს არის ბიოეკოლოგიური მოვლენა, რომლის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორია, მათ შორის გლობალური, როგორიც არის კლიმატური ცვლილებები. მათ სიმრავლეს ზღვის ფსკერსა და წყალში საარსებო პირობები, ასევე, გაზაფხულის სეზონზე არსებული ტემპერატურა განაპირობებს.

მედუზების გამორიყვის მიზეზი, განსაკუთრებით მათი ჭარბი რაოდენობის პირობებში, შესაძლოა იყოს ზღვის ღელვა, დინება და ქარის მიმართულება.

მედუზების გამორიყვის ფაქტები სხვა შავი ზღვისპირა ქვეყნებშიც დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში