"შუქურა" ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა

29 ნოემბერი 2020, 16:40 333 ნახვა

ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს . მე-17 ტურის შეხვედრაში "შუქურა" შინ "ვით ჯორჯიასთან" 0-1 დამარცხდა. მიუხედავად წაგებული შეხვედრისა ქობულეთლები რანგით უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდნენ ,რადგან უშუალო კონკურენტი "სამგურალი" თბილისის "შევარდენთან" დამარცხდა.

17 შეხვედრაში შაშიაშვილის გაწვრთნილ "შუქურას" 31 ქულა აქვს და უახლოესი მდევარისთვის მიუღწეველია. ბოლო ტურში ქობულეთლები 9 დეკემბერს "გაგრას" წინააღმდეგ ითამაშებენ,თუმცა ეს შეხვედრა "შუქურასთვის" ფორმალობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში