აჭარასა და გურიაში ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ამბობენ, რომ ბუნებრივი აირი ღამით საავადმყოფოებს, კოვიდსასტუმროებს და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს მიეწოდება, მოსახლეობას კი – დილიდან. ბუნებრივი აირის მიწოდება აჭარის და გურიის რეგიონებში გუშინ დილით შეწყდა.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოებაზე მომხდარი დაზიანებაა.