დაკეტილი ობიექტები და გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი

28 ნოემბერი 2020, 15:55 1339 ნახვა

საქართველოში დღეიდან გამკაცრებული შეზღუდვები ძალაში შევიდა. დაიხურა სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. დიდ ქალაქებში მუშაობა შეაჩერა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, აიკრძალა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა. მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე, არ წესდება შეზღუდვა; გადაადგილება სრულად, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით მხოლოდ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება.

ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ამოქმედებულმა შეზღუდვებმა და განსაკუთრებით ტრანსპორტის აკრძალვამ  ყოველდღიურ ცხოვრებაში  ხარჯები გაუზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი