აჭარაში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში სასუნთქი აპარატების დეფიციტია

24 ნოემბერი 2020, 15:12 2192 ნახვა

აჭარაში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში სასუნთქი აპარატების დეფიციტია, თუმცა პაციენტების მისაღებად მედიკოსებისა და საწოლების რაოდენობა საკმარისია. ნინო ნიჟარაძემ აღნიშნულ საკითხზე ოპერატიული შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა, რომელიც აჭარის მთავრობაში გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ახალი ინფიცირებული მოქალაქეების დაახლოებით 15% სტაციონარული მკურნალობა სჭირდება.

ამ ეტაპზე, სხვადასხვა კლინიკაში 980 პაციენტია მოთავსებული, მათგან 146 ადამიანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. ნინი ნიჟარაძის თქმით, 46 პაციენტს სჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რეგიონში კი სწორედ ამდენი სუნთქვის აპარატია. 

რაც შეეხება მედპერსონალს, მინისტრი ამბობს, რომ კოვიდის მართვის პროცესში სხვადსხვა პროფილის ექიმები ჩაერთვნენ.  

''სასუნთქი აპარატების ყველა არსებული მარაგი ინტენსიურ მოხმარებაშია და შესაბამისად თავისუფალი აპარატები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა ყოველდღიურად  რეჟიმში ველოდებით თავისუფალ აპარატებს. ის დაანონსებული 50 ინტენსიური თერაპიის საწოლი მოიცავს ასევე სუნთქვის აპარატებსაც. რაც შეეხება საწოლებს მისი მობილიზება ყოველდღიურად ხდება და ამ კუთხით პრობლემა არ არის'' - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი