მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

24 ნოემბერი 2020, 11:37 939 ნახვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს ლევან ზურაბაშვილს, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, დანაშაული  9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი