ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ ესმით საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების, თუმცა მიაჩნიათ, რომ კრიზისის დასაძლევად ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები უნდა შეასრულოს.გაერთიანებულ ოპოზიციაში მოლაპარაკებათა მესამე რაუნდს ელოდებიან, რომელიც შესაძლოა როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ ამავე კვირაში ჩაინიშნოს. დიალოგის მაგიდასთან კი როგორც ამბობენ მთავარი თემა ხელახალი არჩევნები იქნება. წავა თუ არა კომპრომისზე ხელისუფლება და გადაინაცვლებს თუ არა პროცესი პარლამენტში ამას მომავალი გვიჩვენებს.