ხელვაჩაურში საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

21 ნოემბერი 2020, 16:01 6160 ნახვა

ხელვაჩაურში, 41-ე საარჩევნო უბანზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, კაცი სოფელ ჩიქუნეთის მკვიდრი იყო, უბანზე ხმის მისაცემად მივიდა. შენობიდან გამოსვლის დროს კი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

მამაკაცს სავარაუდოდ გულის შეტევა განუვითარდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

 

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი