ბერლინში ათასობით მოქალაქემ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოსალოდნელი ახალი შეზღუდვები გააპროტესტა.მათი აზრით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის გეგმა ზედმეტად ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს. აქციის მონაწილეებს ბანერები ეკავათ სლოგანით - „მშვიდობა და თავისუფლება“. აქციაზე სამართალდამცვლებმა სულ მცირე 365 ადამიანი დააკავეს. დაპირისპირების დროს კი 10-მდე სამართალდამცავი დაშავდა.
პოლიცია დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. შეტაკებისას სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.