"ქართულ ოცნებაში" რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მაიკლ პომპეოს ვიზიტი შეაფასეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ვიზიტი ახალ სიღრმეს შესძენს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაძლიერებას.
"ეს ვიზიტი არის საქართველოს და ამერიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე აშშ-ს მხრიდან საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება. ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ საქართველოში პომპეოს ვიზიტი ახალ სიღრმეს შესძენს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაძლიერებას და გაღრმავებას"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.