პოლიციამ დაპირისპირების დროს ჯეჯლალ ქიქავა და კიდევ ორი მოქალაქე დააკავა

17 ნოემბერი 2020, 17:11 2892 ნახვა

აჭარის მთავრობის შენობის წინ დაპირისპირების დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ჯელალ ქიქავა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, ისინი პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო აიყვანეს. 

დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

''ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება აჭარის მთავრობის შენობაზე სტიკერების გაკვრის გამო დაიწყო.

ადგილზე ამ დრომდე ხმაური და დაპირისპირებაა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი