აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციის აქცია იმართება ხმაური და დაპირისპირებაა

17 ნოემბერი 2020, 16:40 1639 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციის აქცია იმართება ხმაური და დაპირისპირებაა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო, ორი პირი დააკავეს. 

დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ექიმების თქმით, მოქალაქე კონტაქტურია და აღენიშნება ტკივილი მუცლის არეში.

როგორც აქციის მონაწილეები ყვებიან, მას დაპირისპირების დროს ფეხი მოხვდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განცხადებით, აქტივისტებს სტიკერების გაკვრა სურდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ფაქტს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

აჭარის მთავრობის შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აქციას რამდენიმე დღეა მართავენ. ისინი ხელახალ არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში