საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვიდ 19-ის მართვის პროცესში არსებული გამოწვევები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც პირველ რიგში სჭირდება სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მობილობის შესამცირებლად საჭიროა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები. თუმცა საუბარი არ ეხება საყოველთაო ჩაკეტვას.