განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება და არსებულის გამკაცრება - გამყრელიძე

16 ნოემბერი 2020, 15:33 2743 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სრული ჩაკეტვა არ განიხილება, თუმცა განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება და გამკაცრება.

"ლოქდაუნი, რაც განახორციელა ჩინეთმა უხანში, ასეთი სრული ჩაკეტვა არ განიხილება, განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომლებიც ნაწილი დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ მხოლოდ დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია მათი აღსრულება. ერთ-ერთ მთავარი შემზღუდველი ღონისძიებაა ყველგან პირბადის ტარება"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი