აჭარას საწოლფონდის დაფარვის კუთხით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - ჯანდაცვის მინისტრი

16 ნოემბერი 2020, 15:27 750 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით აჭარას საწოლფონდის დაფარვის კუთხით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. 

მაუწყებლის ჟურნალისტმა ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა, იყო თუ არა საკმარისი კლინიკებში საწოლების რაოდენობა, მაშინ როდესაც ინფიცირებულების მაჩვენებლით აჭარა მეორე პოზიციაზეა. ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსის 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

''აჭარა, საქართველოს მასშტაბით არის ერთ-ერთი და ერთადერთი რეგიონი, რომელსაც აქვს საწოლფონდის დაფარვის  საუკეთესო მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა იგეგმება რეგიონში კიდევ  საწოლების დამატება. აქ არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ჩვენ ასევე ვმუშაობთ პაციენტების სასტუმროებსა და ბინაზე გაწერებში. აქედან გამომდინარე მაჩვენებელი 20 დილის საათებში, ჩვენთვის არ არის არაფრის განმსაზღვრელი, ვინაიდან ვიცით რა არის საღამოს 4 საათისთვის ჩვენი ტაქტიკა. ასევე ვიცით რა არის მოლოდინი, რითაც შეივსება და დაიტვირთება ეს საწოლები'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი