BIAFF 2020

15 ნოემბერი 2020, 12:05 963 ნახვა

პანდემიის გამო, წელს BIAFF 2020 კინოფესტივალი ონლაინ ფორმატში ჩატარდება. კინოჩვენებები დღეიდან დაიწყება და რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე ათი დღე გაგრძელდება.   ფესტივალი გუშინ  გაიხსნა ასევე ონლაინ ფორმატში. კინოთეატრ „აპოლოდან“წლევანდელი პროგრამა  ფესტივალის დირექტორმა და   მენეჯერმა  წარადგინეს.  ფილმებზე წვდომისთვის საჭიროა რეგისტრაცია, რომლის შემდეგაც – შეძლებთ საიტზე შესვლას და სასურველი კინოს ყურებას. FESTIVALSCOPE-ზე ფილმების ნახვა ლიმიტირებული იქნება – თითო ფილმს ნახავს მაქსიმუმ 500 მაყურებელი. ხოლო vimeo.com – ამ პლატფორმაზე განთავსდება ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ფილმები და „ქართული პანორამის“ ერთი ფილმი. ეს ყველაფერი უფასოა და ფილმებს აქვს ქართული სუბტიტრებიც. 

კიდევ ერთი დეტალი, COVIDEO​ –ეს არის  კინოფესტივალის სპეციალური სექცია , რომლის ფარგლებშიც ნახავთ  პანდემიის პირობებში გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს. ტრადიციულად იქნება მხატვრული, დოკუმენტური  და  მოკლემეტრაჟიანი  ფილმების საერთაშორისო კონკურსი,  ასევე მაყურებელი ნახავს დიდოსტათა კოლექციას, ქართულ პანორამას,  კოვიდ ვიდეო ფილმების კონკურსა და ,,ჟიურის წევრების ფილმებსაც“. კინოფესტივალის ფარგლებში  ჩატარდება  კონკურსი ბლოგერებისთვისაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი