ბოლო 24 საათში კოვიდინფექციით გარდაცვლილი 45 პაციენტი და 2911 ახალი ინფიცირების შემთხვევა. კვლავ წითელ ზონაშია აჭარა, სადაც თბილისის შემდეგ კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა ბოლო დღე ღამეში.
ქვეყანაში დაწესებულია წერტილოვანი შეზღუდვები, თუმცა ყოველდღიურად კოვიდსტატისტიკა მზარდია, ისევე როგორც ლეტალობის შემთხვევები. ეპიდემიოლოგები წესების დაცვას ისევ გვახსენებენ, რადგან ახლა ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორია მედიკოსთა რესურსის შენარჩუნებაც.
ონლაინ მეთვალყურეობის ქვეშ ასობით პაციენტია, რის გამოც 4 ათასამდე ინფექციის მატარებელი პაციენტი ბინაზე მკურნალობს. მათ კონსულტაციას ოჯახის ექიმები უწევენ, რასთან დაკავშირებითაც უკვე გაჩნდა პრეტენზიები.
მოსახლეობის ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოჯახის ექიმს ან ვერ უკავშირდებიან, ან ხანგრძლივია ლოდინის რეჟიმი. საუბარია 10 /12 საათზე.