"გირჩი", "ევროპული საქართველო", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ არ აპირებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და პარლამენტში შესვლას. აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს უცვლელი მოთხოვნებით. განმარტავენ, რომ მხოლოდ ამის გამო გამართავენ დიალოგს მთავრობასთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.
პარტიების ამ განცხადებას წინ უძღოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომლითაც მან პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ. ამ განცხადებამ ვაშაძის თანაპარტიელებშიც გამოიწვია დაბნეულობა, რის გამოც მალევე დამატებითი განმარტებები გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს.