ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1800 საჩივარი შევიდა.
კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები - საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.
აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი. განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მუშავდება და შემდგომში იქნება წარმოდგენილი.