„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერს, პირად ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება.
ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ ოპოზიციონერი ლიდერი უცნობ პიროვნებას საარჩევნო სიაზე ესაუბრება.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, უკრაინულმა "ობოზრევატელმა" კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე საუბრობენ.
ჩანაწერების მიხედვით, რომელთა ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი, საუბარი ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლასა და არეულობის ორგანიზებას შეეხება.