დამსახურებული მწვრთნელი ლევან შავაძე, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორ გზის ჩემპიონმა , ღირსების ორდენის კავალერმა და აჭარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა. ლევან შავაძე 1956 წლის 5 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში დაიბადა. 1976 წელს სპორტის ოსტატის, 2008 წელს კი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა.