ჰოსპიტალში არ უნდა იწვნენ მსუბუქი პაციენტები, რომელთა მართვა ბინაზეა შესაძლებელი - ამირან გამყრელიძე

06 ნოემბერი 2020, 15:02 902 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია პაციენტების სწორად მართვა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მსუბუქი პაციენტები საავადმყოფოში არ უნდა იწვნენ, რათა საწოლფონდის დეფიციტი არ შეიქმნას.

"ხანდაზმულ ასაკში კორონავირუსი საკმაოდ საშიში დაავადებაა, რომლებიც გართულებებს იწვევს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად ვმართოთ, დროულად აღმოვაჩინოთ, მოვახდინოთ მისი და კონტაქტების იზოლირება, რათა გავრცელების ჯაჭვი გავწყვიტოთ. მნიშვნელოვანია, რომ არ დამძიმდეს ადამიანი, რათა ჰოსპიტალში ყოველთვის იყოს მძიმე პაციენტებისთვის საჭირო ადგილი და იქ არ იწვნენ მსუბუქი შემთხვევები, რომელთა მართვა თავისუფლად შეიძლება ბინასა თუ კოვიდ სასტუმროებში. ეს არის დღეს ძირითადი ხედვა ჩვენი კოვიდის მართვის მიმართულებით. ჩვენც უნდა მივეხმაროთ სამედიცინო პერსონალს ამ ყველაფერში"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი