ბათუმის 79-ე საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

05 ნოემბერი 2020, 15:51 1016 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის 79-ე საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 188 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.

გუშინ ღამე, დაპირისპირებითა  და ხმაურით მიმდინარეობდა ბათუმის 79-ე ოლქთან, საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა.

საოლქო კომისიასთან იმყოფებოდნენ ოპოზიციის მხარდამჭერები მოძრაობა „იმოქმედე“ და ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრები, რომლებმაც სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.

დაპირისპირების დროს შენობის მიმდებარედ  სალონის შუშა ჩატყდა და 3 ადამიანი დაშავდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი