ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

05 ნოემბერი 2020, 00:20 1975 ნახვა

ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაატარა, ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ: 29, 81, 30, 37, 47 საარჩევნო უბნების საჩივრების განხილვის პროცესი, რომელიც "სამართლიანი არჩევნების”(ISFED) წარმომადგენლის მიერ იქნა საოლქოში შეტანილი.

სხდომაზე მყოფი ნაციონალური მოძრაობის წევრები, საოლქოში შეტანილ, ერთობლივ საჩივართან ერთად: მე-10, 67 და 47 საარჩევნო უბნების საჩივრების განხილვას ითხოვდნენ, ოქმებში, როგორც ამბობდნენ, დისბალანსი და მეტობა იყო დაფიქსირებული. ასევე მოითხოვდნენ,  67-სპეც უბნიდან შესულ საჩივრების განხილვასაც.

მათი თქმით, ამ უბანზე ხმები გააყალბეს და გადაყრილი საარჩევნო ბიულეტინები მოიპოვეს,რომელიც სხდომაზე საოლქოს თავმჯდომარეს წარუდგინეს.

ისინი ამ უბნებიდან შემოსული ხემების გახსნას და თავიდან გადათვლას ითხოვდნენ, თუმცა კომისიის წევრები და თავმჯდომარე არ დაეთანხმა მოთხოვნას და აღნიშნეს, რომ დღის წესრიგის მიხედვით სხვა უბნებიდან შესული საჩივრები უნდა განეხილათ.

გელა ხახნელიძემ განაცხადა, რომ ოლქში ზოგადად პარტიის წარმომადგენელს არ ააქვს უფლებამოსილება საჩივრის შეტანის, რომლის საფუძველზეც მან ენმ წარმომადგენლების საჩივარი არ განიხილა.

სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება და კამათი, მათ კომისიის წევრებს მონები და ქართული ოცნების პარტიული ინტერესების გამტარებლები უწოდეს.

81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების პრეტენზიები, პროვოკაციული ხასიათისაა და ლოგიკას მოკლებულია. შეგახსენებთ, რომ ქობულეთის, 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას ადგილზე მყოფი დაცვის პოლიცია და სამართალდამცავები იცავდნენ, როგორც შიდა და ისე გარე პერიმეტრს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში