ქობულეთის საარჩევნო ოლქი უბნების კომისიებს ხვალ დააკომპლექტებს

11 სექტემბერი 2020, 18:49 1814 ნახვა

ქობულეთის, 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ხვალ, უნდა აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. 414- წევრი 450 განაცხადიდან უნდა შეირჩეს. ისინი 69-უბანზე უნდა გადანაწილდებიან. პროცესამდე ერთი დღით ადრე ნაციონალური მოძრაობა პროცესების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს. ოპოზიციის განცხადებით კომისია ქართული ოცნების აქტივისტებითა და მხარდამჭერებით დაკომპლექტდება. 

ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ განაცხადიდან არცერთი კონკურსანტი არ არის ქართული ოცნების პარტიული აქტივიდან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში