ცვლილებები უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ხვალ უნდა დამტკიცდეს

21 სექტემბერი 2020, 18:40 1794 ნახვა

პლენარული სხდომა ჩაინიშნა ხვალისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოში. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრები „აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტის მიღება ერთი მოსმენით მოხდება.

ცვლილება საქართველოს პარლამენტის მსგავსად უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.  კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მიზეზი კანდიდატების  სიმრავლე და კოვიდ19-ით გამოწვეული პანდემიაა. საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილეს, რომელსაც მხოლოდ ქართული ოცნების წევრები ესწრებოდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში