მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა - ცესკო

04 ნოემბერი 2020, 13:15 871 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოში აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს კამპანიური ხასიათი აქვს და მიზანს დეზინფორმაციის გავრცელება და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს.

მათივე განმარტებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარული კანდიდატისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობასა და ბათილი ბიულეტენების ჯამს, ვინაიდან სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს კანონმდებლობით არ აქვს უფლებამოსილება აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის ამ მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის.

"ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი. მათი მიზანია ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა, დეზინფორმაციის გავრცელება და საარჩევნო პროცესებისა და შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას, ამასთან არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მივმართავთ სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს დაეყრდნონ.

ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს შესწავლა და ყველა იმ შემთვევაში სადაც დადგინდება რაიმე სახის უზუსტობა, ყველა კონკრეტულ საკითხზე საფუძველის არსებობის შემთხვევაში მოხდება სამართლებრივი რეაგირება"- განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი