თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

03 ნოემბერი 2020, 10:42 858 ნახვა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათასზე მეტი. სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.   ამ დროისთვის საავადმყოფოებში 147 ადამიანი რჩება.

იზმირში, სადაც მიწისძვრის შედეგად რამდენი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, 9 ადამიანი დააკავეს, რომლებიც აღნიშნული სახლების მშენებლობასთან არიან დაკავშირებული. იზმირში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. მიწისძვრას ასობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი