ბათუმში კორონავირუსი 96 წლის ქალმა დაამარცხა.ის ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა, ქვეყნის მასშტაბით კი კოვიდ 19-გან, 1 696 ადამიანი განიკურნა, მათ შორის ვირუსი აჭარაში 272 მოქალაქემ დაამარცხა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,გარდაიცვალა 7 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი მათ შორის 6 აჭარაში.