ლელო გასაჩივრების გზას მიმართავს

02 ნოემბერი 2020, 20:58 494 ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ ლელო პარლამენტში შესვლას არ აპირებს პარტიამ   ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 88 საჩივარი დაარეგისტრირა, რაზეც ამბობენ რომ ამის მიზანი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მოქალაქეებისთვის არჩევნების გაყალბების ფაქტის დამტკიცებაა. საჩივრების უმრავლესობა შემაჯამებლ ოქმებში არსებულ ხარვეზებს ეხება. გენო თებიძე აცხადებს, რომ ბათუმში თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შემაჯამებული ოქმები გაყალბდა. ამასთან ლელოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ირწმუნება, რომ უბნების უმეტესობაზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას ბიულეტენების რაოდენობა გაცილებით ჭარბობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში