თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

02 ნოემბერი 2020, 11:53 1367 ნახვა

იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ, მაშველებმა სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. გოგონა დედასთან და სამ და-ძმასთან ერთად მოყვა ნანგრევებში. ის მაშველების მიერ გადარჩენილი 106-ე ადამიანია.

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.მანამდე, მაშველებმა ნანგრევებში გატარებული 58 საათის შემდეგ, 14 წლის გოგონა ამოიყვანეს. თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ იზმირში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა.

ბოლო მონაცემებით მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილია 76 ადამიანი, დაშავებული 962 მოქალაქიდან კი 743 კლინიკებიდან უკვე გაწერეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი