ბათუმის #47 საარჩევნო უბანზე მოქალაქეს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა 

31 ოქტომბერი 2020, 19:17 1663 ნახვა

ბათუმის #47 საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა. ხმის მისაცემად მისულ ერთ-ერთ ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება არ მიეცა, რადგან აღმოჩნდა, რომ ის გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში იყო რეგისტრირებული.

ამომრჩევლის განცხადებით, მას მეუღლე შშმ პირი ჰყავს. მისივე განმარტებით წინასაარჩევნოდ მასთან მივიდნენ და გადასატანი ყუთით სარგებლობა შესთავაზეს.

"პირადი ნომრები ჩაინიშნეს როგორც ჩემი, ასევე ჩემი მეუღლის. დღეს როცა მოვიდნენ და ჩემს მეუღლეს შესთავაზეს არჩევანი სახლში გაეკეთებინა, იგივე შემომთავაზეს მეც, თუმცა განვუცხადე, რომ მე უბანზე მისვლა შემეძლო და უარით გავისტუმრე. მოვედი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად და ამის საშუალება არ მომეცა, მეუბნებიან, რომ მე გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში ვარ რეგისტრირებული"- აცხადებს ამომრჩეველი.

ინციდენტის გამო, კომისიის თავმჯდომარემ გაათავისუფლა ერთ-ერთი რეგისტრატორი იმ მიზეზით, რომ მან არასწორად აუხსნა ამომრჩეველს უარის მიზეზი. ამ დროისთვის ინციდენტი აღმოფხვრილია და უბანზე ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი