ოპოზიცია დარღვევებზე საუბრობს

31 ოქტომბერი 2020, 14:11 1066 ნახვა

დარღვევები ფიქსირდება სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე. ამასთან დაკავშირებით იმართება ბრიფინგები ყოველ საათში, დარღვევებზე საუბრობენ ოპოზიციურ პარტიებში.

ბრიფინგი გამართა ''ლელო საქართველოს"  მაჟორიტარმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი კუპრაძემ, ის ამტკიცებს რომ უბნების ტერიტორიაზე აგიტაცია მიმდინარეობს და მობილიზებული არიან შავი სამყაროს წევრები. სამართალდამცავი ორგანოები კი, რეაგირებას არ ახდენენ.

რაც შეეხება ,,ნაციონალურ მოძრაობას''- მირდატ ქამადაძე კონკრეტულ ადამიანთან ერთად გამოვიდა ბრიფინგზე, მალხაზ ხოზრევანიძე ამტკიცებს, რომ ხმის მიცემის უფლება არ მიეცა, რადგან მას უთხრეს, რომ ის სპეც სიაში იყო და კორონავირუსი ჰქონდა.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი