აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა.
აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 699, საკარანტინო სივრცეშია 1 435, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 996.