ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე უმკაცრესი რეაგირება მოხდება - პრემიერი

30 ოქტომბერი 2020, 14:15 931 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალ და შემდგომ პერიოდშიც ნებისმიერი სახის პროვოკაცია და კანონდარღვევა უმკაცრესად იქნება დასჯილი.

მისივე განმარტებით, შსს-მ დავალება კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებით უკვე მიიღო. 

"ხვალ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ პანდემიის პირობებშიც შეგვიძლია ჩავატაროთ სამაგალითო, თავისუფალი, ღია, დემოკრატიული არჩევნები.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა როგორ მშვიდად ჩაიარა, ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც. ეს არის ხელისუფლების, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების, მოსახლეობის მთავარი ამოცანა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის პრინციპების მაღალ სტანდარტებს.

ნებისმიერი სახის პროვოკაცია და კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალის მიერ იქნება ჩადენილი უმკაცრესად იქნება დასჯილი.

შსს-ს უკვე აქვს მიღებული დავალება, როგორც საარჩევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცავად, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით წესრიგის დასაცავად მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების თვალსაზრისით"-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი