აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, CPMR–ს საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს. ის პოსტს 2 წლის ვადით დაიკავებს.
თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე ორგანიზაციის პოლიტიკურ ბიუროზე დაამტკიცეს.
„ასოციაცია მუშაობს როგორც სამეცნიერო ასევე სხვადასხვა დარგობრივი და ინოვაციური იდეების განვითარებისათვის და პროექტების შემუშავების მიმართულებით, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებთან აქტიურად ლობირებს რეგიონების მდგრადი განვითარებისათვის საჭირო ფინანსური წყაროების მოძიების. საზღვაო რეგიონების ასოციაცია 1973 წელს დაარსდა და ამჟამად 150 რეგიონს აერთიანებს. გაერთიანება ფოკუსირებულია სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობაზე, საზღვაო პოლიტიკასა და ლურჯი ეკონომიკის ზრდასა და ხელმისაწვდომობაზე.”- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, აჭარა სრულად ჩაერთვება CPMR– ის პოლიტიკის მუშაობაში და ურთიერთანამშრომლობის პროექტებში და შესაძლებლობა ექნება ითანამშრომლოს ევროპის სხვა საზღვაო რეგიონებთანაც.
”ჩვენ უაღრესად მოხარული ვართ და მივესალმებით აჭარის გაწევრიანებას ჩვენ საზოგადოებაში. რითაც გავაძლიერებთ ჩვენს ხმას საერთო გეოგრაფიული პრობლემების ევროპულ დონეზე გადასაჭრელად”. - აცხადებს BBSC- ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
ორგანიზაციის სათაო ოფისი ბრიუსელში მდებარეობს.