ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო ბრალდება

28 ოქტომბერი 2020, 19:28 1301 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერით ამტკიცებს, რომ  აჭარაში საარჩევნო პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ვინმე თამაზ ხუციშვილი აკონტროლებს. მირდატ ქამადაძის მტკიცებით, სატელეფონო ჩანაწერში მათი თანაპარტიელი  ბათუმის საოლქო კომისიის წევრის გელა ღოღობერიძის სახელით  სწორედ თამაზ ხუციშვილის ესაუბრება და აწვდის ინფორმაციას, როგორ მუშაობენ ოლქში მათ მიერ დანიშნული „ქართული ოცნების“ წევრები  გია ტაკიძე და  დოდო ონიანი. მირდატ ქამადაძის თქმით, აჭარაში სუსის თანამშრომლების მობილიზების შესახებ წყარო ინფორმაციას მმართველი პარტიის შტაბიდან აწვდიან და როგორც ამბობს მანვე  მიაწოდა ტელეფონის ნომერი.  ინფორმაციის გადამოწმების მიზნით  ჩვენ დავუკავშირდით „ქართული ოცნებას“ ასევე მივმართეთ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიას. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით გია ტაკიძე და დოდო ონიანი  ნამდვილად არიან „ქართული ოცნების“ წევრები კომისიაში. დოდო ონიანი მმართველმა პარტიამ გუშინ დანიშნა. ონიანით ქართულმა ოცნებამ ოლქის თავმჯდომარის ციალა შავაძის ინფორმაციით  გელა ღოღობერიძე ჩაანაცვლა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი