სამწუხაროდ ბევრი სურათი იყრება სოციალურ ქსელში, ისევ დიდი ქეიფი, დაბადების დღე და ქორწილებია - გამყრელიძე

28 ოქტომბერი 2020, 12:20 1326 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით პანდემიის მიუხედავად მოქალაქეები მაინც იკრიბებიან, იხდიან დაბადების დღეებს და ქორწილებსაც კი. 

​ამირან გამყრელიძის თქმით, სადღესასწაულო სუფრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მრავლადაა. 

''სამწუხაროდ ბევრი სურათი იყრება სოციალურ ქსელში, ისევ დიდი თავშეყრა, ისევ დიდი ქეიფი, დაბადების დღე და ქორწილი. რა თქმა უნდა კარგია ქვეყანაში ბევრი ქორწილი იყოს, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ ამ დიდი თავშეყრებისგან'' - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში