აჭარაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

28 ოქტომბერი 2020, 11:23 2382 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა covid-19-ით ინფიცირებული კიდევ შვიდი პაციენტი - ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

რეგიონის სამედიცინო დაწესებულებაში 673 პირი მკურნალობს, აქედან 73 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 23 პაციენტია. 

აჭარაში კოვიდსასტუმროებში 804 მოქალაქე რჩება. 1788 ადამიანი კი საკარანტინო სივრცეშია განთავსებული.  საქართველოს მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება  29 001 პირი, აქედან აჭარაში 11 793 მოქალაქეა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს 

1) 72 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა 15.10.2020, 15:10, გარდაიცვალა 27.10.2020, 21:10 დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატოლი დისტრეს სინდრომი, ენცეფალოპატია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტ. ჰიპერტენზია.

2)  83 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა 10.10.2020, გარდაიცვალა 27.10.2020, დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატოლი დისტრეს სინდრომი, ენცეფალოპატია, შოკი, გულის გაჩერება. თანმხლები: გულის ათეროსკლეზური დაავადება, გულის უკმარისობა.

3) 59 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა 22.10.2020, გარდაიცვალა 27.10.2020, დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატოლი დისტრეს სინდრომი. თანმხლები: თირკმლის ქრონიკული დაავადება.

4) 81 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა 14.10.2020, გარდაიცვალა 27.10.2020, დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირატოლი დისტრეს სინდრომი, შოკის სხვა ფორმები. თანმხლები: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრ. უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

5) ქობულეთის სამედიცინო ცენტრი 57 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 17.10.2020, გარდაიცვალა 27.10.2020, დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრ.უკმარისობა, მოციმციმე არითმია.

6) ქობულეთის სამედიცინო ცენტრი 72 წლის კაცი, 20.10.2020 გარდაცვალება 28.10.2020 დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია ბაქტერიული, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ალცჰეიმერის დაავადება

7) ბათუმის სამედიცინო ცენტრი 90 წლის კაცი, დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია ბაქტერიული, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გულის მწვავე უკმარისობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში