ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დანებდნენ და ხაზს უსვამენ, რომ საყოველთაო „ლოკდაუნის“ თავიდან ასაცილებლად პირბადეების ტარებას, ფიზიკური დისტანციის დაცვასა და სხვა ზომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ჯანმო-ს ხელმძღვანელის განცხადებით - პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დამღლელია, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ, პოლიტიკამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრ ქვეყანაში შეაფერხა.
უორლდომეტერსის მონაცემებით, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 43 მილიონ 776 ათასს 587 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია მილიონ 164 ათასს 515 და გამოჯანმრთელებულია 32 მილიონ 179 ათასს 652 ადამიანი.