მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი აქციას გეგმავს

26 ოქტომბერი 2020, 11:52 1037 ნახვა

რამდენიმე წუთში მთავრობის კანცელარიასთან პატიმარი მღვდლის ოჯახის წევრები აქციას გამართავენ. დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა დეტალებზე მაუწყებელთან არ საუბრობს და აცხადებს, რომ  მოთხოვნებს აქციაზე ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გაახმოვანებს.

შეგახსენებთ, ოჯახი დეკანოზის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა რამდენიმე დღის წინ, თავიდან პენიტენციურმა სამსახურმა ამისთვის თანხმობა განაცხადა, თუმცა მოგვიანებით ეს დაპირება შეცვალა.  არ არის გამორიცხული დღევანდელი საპროტესტო აქცია სწორედ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი