ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - ''გირჩის'' ლიდერი საარჩევნო კამპანიას ონლაინ გააგრძელებს 

22 ოქტომბერი 2020, 17:11 1335 ნახვა

ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და კლინიკაში გადაიყვანეს - ამის შესახებ გირჩის ლიდერის სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

''კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა. სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა. სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო, კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ.

31-ში უნდა მოვიგოთ'' - დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზურა ჯაფარიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი