აჭარაში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 40 წლის იყო

22 ოქტომბერი 2020, 14:41 1745 ნახვა

ბოლოს 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით საქართველოში 6 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ხუთი აჭარაში. ისინი რეგიონის სხვადსხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის კაცი იყო. 

ოფიციალური ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ:

1. გარდაცვალება რესპუბლიკური საავადმყოფო - კაცი 81 წლის. შევიდა: 14.10.2020, გარდაიცვალა: 21.10.2020 დიაგნოზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი.

2. გარდაცვალება რესპუბლიკური საავადმყოფო - ქალი 49 წლის. შევიდა: 18.10.2020, გარდაიცვალა: 21.10.2020 დიაგნოზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია, შოკი დაუზუსტებელი, გულის გაჩერება. თანმხლები: თირკმლის ქრ. უკმარისობა, დიალიზდამოკიდებული

3. გარდაცვალება რესპუბლიკური საავადმყოფო - კაცი 40 წლის, გარდაცვალების დრო: 21.10.20წ 03:10.

თანმხლები: კოვიდ 19, ცე ჰეპატიტი, ღვიძლის დაავადება.

4. კლინიკა მედინა- კაცი 66 წლის, შესვლის თარიღი 20.10.2020 გარდაცვალების 21 10 2020 23:15

დიაგნოზი: მიოკარდიუმის ინფარქტი, მძიმე სარქვლოვანი პათოლოგია,მარჯვენამხრივი, კოვიდ 19, პნევმონია.

5. ქობულეთის სამედიცინო ცენტრი- 60 წლის კაცი, გარდაცვალება: 21.10.2020 დიაგნოზი: ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის უკმარისობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი