ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს ახლა 15 მძევალი ჰყავს.
ტერიტორიაზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული ღონისძიებები.