ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯავშანტექნიკა გაიყვანეს. შეიარაღებამ ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა.
თავდამსხმელმა დღის განმავლობაში 3 მძევალი გაათავისუფლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.