აჭარის მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 ოქტომბერი 2020, 22:53 1773 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, ტელევიზიაში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები ტარდება და თანამშრომლებს, რომლებსაც შემხებლობა ჰქონდათ ინფიცირებულთან იზოლაციაში გადავლენ. მათ ნაცვლად კი მუშაობას ტელევიზიის სხვა “კლასტერის” თანამშრომლები გააგრძელებენ.

ახალი ამბების სამსახურში თანამშრომლები, ინფექციის გავრცელების რისკების შესამცირებლად "კლასტერებად" არიან დაყოფილი და მათ ერთმანეთთან შემხებლობა არ აქვთ. აქედან გამომდინარე მათი ჩანაცვლება მოხდება იმ თანამშრომლებით, რომლებიც ინფიცირებულთან შემხებლობაში არ იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ეს აჭარის მაუწყებელში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე კორონავირუსი არხის სხვა თანამშრომლებსაც დაუდასტურდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში