ვითარება ყარაბაღში

16 ოქტომბერი 2020, 12:08 946 ნახვა

სომხეთმა დილიდან გორონბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რეგიონების დაბომბვა დაიწყო, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე სიტუაცია დაძაბული რჩება. სომხური მედიის ინფორმაციით კი დღეს დილით, თითქმის ერთსაათიანი ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შემდეგ, აზერბაიჯანმა ჩრდილოეთის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო, მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ შეტევა მოიგერია და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. ცნობისთვის მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი