დავით გარეჯის საქმე - ბრიფინგი საგარეო საქმეთა სამინისტროში

14 ოქტომბერი 2020, 18:16 1080 ნახვა

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიების მორიგი შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ლაშა დარსალია იმედოვნებს, რომ კომისიების მუშაობის განახლება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. მისივე განმარტებით, 2019 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებისას, იმ მიზეზით აღარ მოხვდნენ მასში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომ მათთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობდა. მისი თქმით საერთაშორისო ექსპერტების შუალედური დასკვნით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის პროცესში წინა წლებში ხელისუფლების წარმომადგენლების გარკვეული გამონათქვამები შეიძლება, საქართველოს საზიანოდ იყოს გამოყენებული.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი