აჭარაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება

14 ოქტომბერი 2020, 15:12 1303 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევიდან  297 თბილისში, 189 აჭარაში, 150  კი შიდა ქართლში გამოვლინდა. გასული  დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში 7 კოვიდ ინფიცირებული გარდაიცვალა, მათგან 4 ჩვენს რეგიონში. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ  აჭარაში სტაბილიზაციის შედეგები შეინიშნება.  ბათუმში დღეს ინფექციონისტების დამატებით ჯგუფს ელოდებიან. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი