ბელარუსში, საპროტესტო აქციებზე 500-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

12 ოქტომბერი 2020, 11:37 1240 ნახვა

ბელარუსში, კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს, სამართალდამცავებმა 586 დემონსტრანტი დააკავეს, - ამის შესახებ მედია ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრ „ვიასნაზე“ დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 40 ჟურნალისტია. დაკავებები, ძირითადად, მინსკში მოხდა, სადაც გუშინ პოლიციამ საპროტესტო აქციების დაშლის მიზნით დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, მანათობელი ხელყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში